logo_geo
შვილი მამას ძუძუს აწოვებდა - მხატვრების მუზად ქცეული „რომაული მოწყალება“
- +

8 თებერვალი. 2020. 21:53

 

 

ეს ამბავი, "რომაული მოწყალების" სახელით არის ცნობილი და ძველი რომის ისტორიას უკავშირდება. ფაქტი, რომელიც სავარაუდოდ პირველ საუკუნეში მოხდა, რომაელმა ვალერიუს მაქსიმუსმა აღწერა. მისი ნაამბობის თანახმად, საკმაოდ გამოცდილი მებრძოლი და მხედართმთავარი კიმონი, უკვე მხცოვან ასაკში დააპატიმრეს და შიმშილით სიკვდილი მიუსაჯეს. თუმცა ის არ მიატოვა მისმა ქალიშვილმა პერომ, რომელიც ახალნამშობიარები და შესაბამისად, მეძუძური გახლდათ. მან მოიპოვა მამასთან შეხვედრის უფლება და ყოველდღე მასთან მოსანახულებლად მისული, მას ძუძუთი კვებავდა. ასე გადაარჩინა მამა სიკვდილს.

 

ეს ამბავი, რა თქმა უნდა, არ გამორჩენიათ მხედველობიდან ჯერ ციხეში, მერე კი უკვე ოფიციალურ პირებს, რომლებზეც ისე იმოქმედა ამ ფაქტმა, რომ მოხუცი შეიწყალეს და გაათავისუფლეს.

 

მოგვიანებით ამ მოვლენას "რომაული მოწყალება" შეერქვა, ასევე მოიხსენიებდნენ, როგორც მამაშვილური სიყვარულის დიდ მაგალითს და მსოფლიოს მხატვრებისთვის საოცარ მუზად იქცა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი