logo_geo
ზურაბ ჟვანიას შვილს გოგი თოფაძის შვილიშვილის დაჭრისთვის 3-წლიანი სასჯელი შეეფარდა
- +

17 მარტი. 2021. 02:23

 

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას შვილს, ბუსა ჟვანიას ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილის, ლევან თოფაძის დაჭრისთვის 3-წლიანი მსჯავრი შეეფარდა. განაჩენი სასამართლომ 5 თებერვალს გამოაცხადა, თუმცა მედიისთვის ცნობილი დღეს გახდა.

 

ჟვანიასთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, რომლის მიხედვითაც, მისჯილი 3 წლიდან ის საპატიმროში 1,5 წელს გაატარებს, დარჩენილ 1,5 წელს კი პირობითი მსჯავრით.

 

ამ საქმეზე ჟვანიას პროკურატურამ ბრალდება 3 ივლისს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წლის 2 აგვისტოს, გამთენიისას, თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ლევან თოფაძის საცხოვრებელი სახლის აივანზე, ბუსა ჟვანიამ ლევან თოფაძეს განზრახ მოკვლის მიზნით დანის რამდენჯერმე დარტყმით, სიცოცხლისათვის საშიში დაზიანებები მიაყენა, მათ შორის, შემავალი ჭრილობები სახით გულ-მკერდის წინა და უკანა ზედაპირზე. ასევე ნაკვეთი ჭრილობა კისრის გვერდითა ზედაპირსა და ყურის ნიჟარაზე.

 

big_banner
არქივი