logo_geo
თბილისის საქალაქო სასამართლოში ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
- +

29 მარტი. 2021. 12:52

 

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარის შესავალ სიტყვას მოისმენენ. საკუთარ პოზიციას დააფიქსირებენ ერთ-ერთი ბრალდებული ნატალია ილიჩოვა და მისი ადვოკატები. დღევანდელ პროცესს ასევე ესწრებიან მეორე ბრალდებული ივერი მელაშვილი და მისი ადვოკატი გიორგი მშვენიერაძე.

 

გიორგი მშვენიერაძის თქმით, შესავალი სიტყვების მოსმენის შემდეგ სასამართლო მტკიცებულებათა განხილვის ეტაპზე გადავა, რაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი იქნება.

 

„დღეს გრძელდება შესავალი სიტყვები. წინა პროცესზე ბრალდების მხარემ წარმოადგინა საკუთარი შესავალი სიტყვა, ასევე მსგავსი საშუალებით ვისარგებლეთ ივერი მელაშვილის ადვოკატებმა. დღეს ნატალია ილიჩოვას ადვოკატები წარმოადგენენ საკუთარ შესავალ სიტყვას და ამის შემდგომ, პროცესი გადავა მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზე, რაც მათ შორის გულისხმობს მოწმეთა გამოკითხვას. ალბათ ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი“, - აღნიშნა გიორგი მშვენიერაძემ.

 

ადვოკატის ინფორმაციით, საქმის მსვლელობის პარალელურად ელოდებიან მათ მიერ მოთხოვნილი ექსპერტიზის ოთხ დასკვნას, რომელიც საქმის სირთულის გამო დროში არის გაწელილი.

 

„ველოდებით რამდენიმე ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც დანიშნულია, თუმცა საქმის სირთულის გამო დროში არის გაწელილი. ველოდებით არანაკლებ ოთხი ექსპერტიზის დასკვნას, რომელთა ნაწილიც შეეხება 1:200 000-იანი მასშტაბის, ხიდაშელის რუკების ვარგისიანობასთან დაკავშირებით, რომელი კითხვაც არ დაუსვამს პროკურატურას არც ერთ ეტაპზე ექსპერტებისთვის“, - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი