logo_geo
რა ილაპარაკა შორენა ბეგაშვილის მამამთილმა მასზე?
- +

25 იანვარი. 2021. 00:07

 

შორენა ბეგაშვილი ერთ-ერთი იმ ცნობად სახეთაგანია, რომლებიც მუდამ ყურადღების ცენტრში ტრიალებენ. მსახიობი სამჯერ იყო გათხოვილი. ერთ-ერთი სამაუწყებლო პორტალი მსახიობის ყოფილ მამამთილს დაუკავშირდა, რომელმაც ტელე-კამერების წინ გამოჩენა არ ისურვა. თუმცა იგი ჟურნალისტს, კამერა გამორთული გაესაუბრა.

 

როგორც გაირკვა შორენას ყოფილი მამამთილი საქციელს უწუნებს, არ მოსწონს გაშიშვლების ხარჯზე გაპოპულარულებული ყოფილი რძალი:

 

"რა პოპულარული? რაშია პოპულარული? ერთი ტინგიცა გოგოა და მეტი არაფერი. გააჩნია რაში ხარ პოპულარული. მასე მეც გავშიშვლდები, გავიქცევი, გამოვიქცევი ქალაქში და ჩემს გვარსაც ყველა გაიგებს, ტელევიზიებიც აჩვენებენ, მაგრამ ეს არის პოპულარობა? კარგ საქმეში უნდა იყო პოპულარული".

 

 მოხუცი ყოფილი ცოლ-ქმრის შერიგებას გამორიცხავს, ხელწამოსაკრავი შვილი კი არ მყავს ბაგრატიონებისა და ვიღაც-ვიღაცების "ნათრევს" რომ შეურიგდესო. თუმცა ორივეს ამტყუნებს, ოჯახი არ უნდა დაენგრიათო. ევა (შორენას ქალიშვილი) ბაბუას და მამას სტუმრობსხოლმე, განსაკუთრებით მაშინ, როდსაც შორენა დაკავებულია. ბაბუას შვილიშვილზე ამოსდის მზე და მთვარე, მის მეტი ვინ მყავსო. შორენა ამტკიცებდა, რომ ქმარმა რამდენჯერმე მოიტაცა, დაშორების მიზეზად კი მის ღალატს ასახელებდა. ამ ყველაფერს კი ზურა ბარბაქაძე, მსახიობის ქმარი, უარყოფდა, სკოლიდან შეყვარებულები ვიყავით, არავის მოუტაცია და არც მისთვის მიღალატიაო... მედალს ორი მხარე აქვს და მტყუან-მართლის გარკვევაც რთულია.

 

წყარო:
http://intermedia.ge/%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90/134689-%E1%83%A0%E1%83%90-%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90-%E1%83%A8%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%90-%E1%83%91%E1%83%94%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%97%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%9B%E1%83%90-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%96%E1%83%94-%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%98-%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%92%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%90-%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90-/19/

 

 

big_banner
არქივი