logo_geo
სად ატარებენ თაფლობის თვეს გიორგი გასვიანი და მისი რჩეული
- +

26 იანვარი. 2021. 11:06

 

 

23 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი, მის რჩეულზე მარიტა მელიქიშვილზე დაქორწინდა.

 

წყვილს შორის 16-წლიანი სხვაობაა, თუმცა, როგროც თავად ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნეს ამის გამო პრობლემა არ შექმნიათ.

 

კოვიდ-პანდემიიდან გამომდინარე წყვილი საზღვარგარეთ ვერ წავიდა თაფლობისთვის გასატარებლად, ამიტომ გადაწყვიტეს, წასულიყვნენ ბორჯომში.

 

 

 

გიორგიმ და მარიტამ თავიანთ ურთიერთობაზე რამდენიმე კვირის წინ ჟურნალთან „თბილისელები“ ისაუბრეს. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

 

გიორგი გასვიანი

 

პირად ცხოვრებაზე აქამდე თითქმის არაფერს ვყვებოდი, მაგრამ ახლა ის მომენტია, როცა ყველაფერზე სიხარულით ვსაუბრობ. ეს ჩემს ცხოვრებაში პირველად ხდება. ჩემი სიყვარული გახლავთ მარიტა მელიქიშვილი, რომელიც არის ყველაზე ლამაზი, ჭკვიანი, საყვარელი, რომანტიკული, თბილი და ჩემთვის საუკეთესო ადამიანი.

 

მარიტა მელიქიშვილი

 

გიორგი ყველას მოსწონს და მართლა სასურველი სასიძოა ყველასთვის და უკვე ჩემთვისაც. როგორც გარეგნულადაა იდეალური, ისეა ურთიერთობაშიც – სასწაული ადამიანია. იმ ასაკობრივ სხვაობას, რაც ჩვენ შორისაა, ხელი არაფერში შეუშლია, რადგან გიორგისთან ურთიერთობა პიროვნულად მზრდის. თან, სასწაულად მომხიბვლელი და შარმიანია. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემი პირველი სიყვარული ისაა.

 

 

 

big_banner
არქივი