logo_geo
„მისტერ ვალენტინის” ჟიურის წევრი ეკა ბესელია იქნება
- +

9 თებერვალი. 2021. 11:17

 

„მისტერ ვალენტინი წელს 26 თებერვალს ჩატარდება“, – ამის შესახებ პროექტის დამფუძნებელმა, გიორგი მასხულიამ განაცხადა.

 

„კონკურსი თბილისში ჩატარდება, 15 კონკურსანტი დავტოვეთ. დანარჩენი დაიცხრილა. ახლა კიდევ ველოდებით. 12 რიცხვამდე გრძელდება ქასთინგი“,- ამბობს გიორგი მასხულია.

 

- როგორ დაითანხმე ზურა ყიფშიძე და ეკა ბესელია, ჟიურის წევრები რომ გამხდარიყვნენ?

 

– ზურა ყოველთვის მეგობრობს ჩვენთან და ჩვენ ვთანამშრომლობთ. ეკაც ყოველთვის ჩემს გვერდით არის, ვმეგობრობთ. ნათესაური კავშირი არ გვაქვს, უბრალოდ წარმოშობით სენაკელია და წლებია ვიცნობთ ერთმანეთს. ასევე ჟიურში იქნებიან თამუნა ამონაშვილი და ეკა კვალიაშვილი.

 

https://primeambebi.ge/mister-valentinis-zhiuris-tsevri-eka-beselia-iqneba/

 

 

big_banner
არქივი