logo_geo
დათო ხუჯაძემ ცოლი მოიყვანა – ვინ არის მომღერლის რჩეული
- +

13 თებერვალი. 2021. 20:36

 

 

მომღერალი დათო ხუჯაძე დაქორწინდა. ამ სიახლის შესახებ თაყვანისმცემლებს ხუჯაძემ თავად აცნობა და სოციალური ქსელის პირად გვერდზე მეუღლის ფოტო გამოაქვეყნა.

 

დათო ხუჯაძისგან გრძნობების აფიშირებას მიჩვეული არავინ არის, შესაბამისად მისმა პოსტმა დიდი გამოხმაურება გამოიწვია და ცნობილ მუსიკოსს გაბედნიერება უამრავმა ადამიანმა მიულოცა.

 

ხუჯაძის რჩეული ეკა დალაქიშვილია, რომელსაც მუსიკოსი რამდენიმე თვის მანძილზე საიდუმლოდ ხვდებოდა, ბოლოს კი წყვილმა ნიშნობა გადაწყვიტა.

 

 

დათო ხუჯაძისთვის ეს მეორე ქორწინებაა. წარსულში ის ნათია ონიანზე იყო დაქორწინებული, რომელთანაც ქალიშვილი მელანო ჰყავს.

 

 

 

დათო ხუჯაძემ ნათია ონიანი მაშინ გაიცნო, როდესაც საქართველოდან საცხოვრებლად რუსეთში წავიდა. წყვილი ერთმანეთს პირველად ქორწილში შეხვდა, შემდეგ დაქორწინდნენ, თუმცა ხუთწლიანი ოჯახური თანაცხოვრების შემდეგ, მათი ოჯახი დაინგრა.

 

ხუჯაძეს ყოფილ ცოლთან დაძაბული ურთიერთობა აქვს, თუმცა რა არის ამის მიზეზი უცნობია. მომღერალს ქალიშვილის ნახვის უფლებას არ აძლევენ.

 

big_banner
არქივი