logo_geo
თიკა ჯამბურია: არ აქვს მნიშვნელობა, იქნება თუ არა ოფიციალურად ქმარი... შვილს კიდევ გავაჩენ
- +

16 თებერვალი. 2021. 19:37

 

მომღერალ თიკა ჯამბურიას ერთი შვილი ჰყავს. მართალია ქორწინებიდან ძალიან მალე ის და ბექა ხოფერია ერთმანეთს დაშორდნენ, თუმცა თავს მარტოხელა დედას არ უწოდებს. თიკას თქმით, მათზე ძალიან ბევრი ადამიანი ზრუნავს.

 

მომღერალი გადაცემა „ვიზიტორთან“ საუბრისას იმასაც აღნიშნავს, რომ შვილის გაჩენა კიდევ უნდა.

 

„ვერ ვიტან სიტყვას „მარტოხელა დედა“, როგორ ვარ მარტოხელა დედა, როცა ამდენი ადამიანი გვახვევია თავს მე და ჩემს შვილს. ჯერჯერობით არ ვფიქრობ, რომ ვინმე მჭირდება, ალბათ, ყველაფერს თავისი დრო აქვს, გამოჩნდება, სად წავა. დადგება დრო და ოჯახსაც შევქმნი და შვილსაც გავაჩენ. არ აქვს მნიშვნელობა, იქნება თუ არა ოფიციალურად ქმარი“, – ამბობს მომღერალი.

 

 

 

big_banner
არქივი