logo_geo
მეოთხე შვილის მოლოდინი - ანუკა არეშიძე და კახი კალაძე პატარას სავარაუდოდ, 5 სექტემბერს ელოდებიან
- +

30 აგვისტო. 2018. 22:15

 

 

ანუკა არეშიძე და კახა კალაძე მეოთხე შვილის მოლოდინში არიან. ბავშვის სქესი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ წყვილი გოგონას ელოდება.

 

დიზაინერმა ორსულობისას 22 კილოგრამი მოიმატა, თუმცა ზედმეტი წონაც ძალიან მოიხდინა და ორსულობაშიც იდეალურად გამოიყურება. ანუკი დახვეწილ სტილს არც ორსულობისას ღალატობს და მუდმივად გემოვნებიანი საორსულო სამოსი აცვია, რომელსაც საყვარელი ფერების შესაბამისად არჩევს. მის სამოსში კვლავ ჭარბობს ვარდისფერი და ხაკისფერი ფერები.

 

ორსული დიზაინერი აქტიურობს სოციალურ ქსელშიც და Instagram-ზე თითქმის ყოველდღიურად ათავსებს ახალ-ახალ ფოტოებსა და „სთორებს“. ერთ-ერთ ფოტოზე, სადაც ანუკის Zara-ს ხაკისფერი კაბა აცვია, დიზაინერმა მიაწერა, რომ მშობიარობამდე კვირაზე ნაკლები დარჩა. ანუკის გამომწერები წერენ, რომ ის ულამაზესი ქალი და სამაგალითო დედაა.

 

ორსულობის ბოლო დღეებს თბილისის მერის მეუღლე საფრანგეთსა და იტალიაში ატარებს, მასთან ერთად არიან მისი და კახა კალაძის შვილები - ლევანიკო, კახი უმცროსი და პატარა ვაჩე.

 

ცნობილი გახდა, რომ ანუკი არეშიძე მეოთხე შვილსაც საკეისრო კვეთით გააჩენს. დიზაინერი იტალიაში იმშობიარებს. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, წყვილი პატარას სავარაუდოდ, 5 სექტემბერს ელოდება. კახა კალაძე კი იტალიაში 4 სექტემბერს გაემგზავრება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი