logo_geo
28 წლის წინ, 1990 წლის 28 ოქტომბერს, საქართველოში პირველი მრავალპარტიული არჩევნები ჩატარდა
- +

28 ოქტომბერი. 2018. 11:31

 

 

ზუსტად 28 წლის წინ, 1990 წლის 28 ოქტომბერს, საქართველოში პირველი მარავალპარტიული არჩევნები ჩატარდა, რომელშიც 14 პოლიტიკური პარტია მონაწილეობდა, მათ შორის, „მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო“, საქართველოს კომუნისტური პარტია, სახალხო ფრონტი, „დემოკრატიული საქართველო“, „რუსთაველის საზოგადოება“.

 

არჩევნების შედეგად ხელისუფლებაში მოვიდა „მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო”. არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფდნენ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების, საზოგადოებრივი გაერთიანებისა და ორგანიზაციების, შრომითი კოლექტივების, საშუალო სპეციალური და უმაღლესი სასწავლებლების კოლექტივების საარჩევნო კომისიები. დეპუტატთა არჩევნების ჩატარების დანარჩენ წესებს განსაზღვრავდა საქართველოს რესპუბლიკის კანონი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი