logo_geo
ჯანსუღ ჩარკვიანი: სააკაშვილის ხუშტურები ქვეყანას 150 მილიონამდე უჯდებოდა!
- +

22 იანვარი. 2017. 20:18


 

„ნაციონალები" რაღაც სისულელეებს ბჟუტურობენ, ჩვენ დავბრუნდებითო... ეგ საკენკი თავიანთ ბებიებს დაუყარონ",- ამის შესახებ პოეტმა ჯანსუღ ჩარკვიანმა განაცხადა.  ჩარკვიანმა „ნაციონალური მოძრაობის" ირგვლივ მიმდინარე პროცესები შეაფასა და საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირებით ისაუბრა.


„ისიც გავიხსენოთ, სააკაშვილის ხუშტურები ქვეყანას რამდენი უჯდებოდა, იძახიან, წელიწადში 150 მილიონამდე ადიოდაო. არადა, თავის დროზე შევარდნაძეს უყვიროდა: აბა, თქვი, რამდენი ლიტრი ბენზინი გეხარჯება კრწანისიდან სამსახურამდეო? ერთხელ გზაც გადაუკეტა სააკაშვილმა, სამი თუ ოთხი მანქანა რა ამბავიაო? იმას დაცვაში სულ შვიდი კაცი ჰყავდა, ამას სამასი ჰყავდა.

 

მერე, დამღალა უკვე ამ საშინელმა სიტყვამ - პიარი, პიარი და პიარი. ბიჭო, ასე ადამიანი თავის თავს მთელი ცხოვრება პიარს უკეთებდეს, არ გამიგია, რააა! სააკაშვილი ისევ აგიჟებს ხალხს და... რა ვიცი, თუ ხალხი გაგიჟდა, მაშინ ჩვენ მართლა გიჟები ვყოფილვართ, გენაცვალე, და არც სახელმწიფო გვჭირდება, მაშინ საქართველოს დავარქვათ რაღაც სხვა სახელი. არა, ძმაო, ჩვენ ვართ ღირსნი შოთა რუსთაველისა, მაგრამ შენ რომ ერთი სტრიქონიც არ იცი მისი, ეს არის დიდი უბედურება, ეს არის საშინელება!

 

მოდიიის? ეს კითხვა საერთოდ არ უნდა დაისვას, არც ერთმა ქართველმა ეს საკითხი ეჭქვეშ არ უნდა დააყენოს. რას ჰქვია, მოდის, ყველაფერი შენზე არ არის დამოკიდებული? გამოვიდეს ხალხი და უთხრას სააკაშვილს: ჩემს ფეხებს მოხვალ!

 

ჰიტლერი სულ ამბობდა, მე ბედნიერი ვარ, რომ „ნაციონალური პარტიის" წევრი გახლავართო, ახლა ესენიც ასე იძახიან. ფაშისტები ყვიროდნენ:

 

"ზიგ ჰაილ, ზიგ ჰაილ"!

"ნაციონალები" ყვირიან:

"მიხაილ, მიხაილ"!

გინდა "ზიგ ჰაილ" იძახე, გინდა - "მიხაილ", ერთი ნაგავია!", - განაცხადა ჩარკვიანმა. 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი