logo_geo
UNIPOST-ში ხალხს გზავნილის წასაღებად იტყუებენ და „სითი პარკის“ ჯარიმებს ახვედრებენ?
- +

22 იანვარი. 2017. 23:13


 

„ფოსტალიონის" რედაქციას მოქალაქეებმა მიმართეს, რომლებსაც საფოსტო გზავნილების კომპანია „უნიფოსტას" (UNIPOSTA) მხრიდან ადამიანების მიმართ დამოკიდებულების შესახებ სურდათ საუბარი. მათი თქმით, აღნიშნული კომპანიის  კურიერ თანამშრომლები უკავშირდებიან ადრესატებს და აცნობებენ, რომ მათ სახელზე მოსულია გზავნილი და მის გასატანად თხოვენ სასწრაფოდ გამოცხადდნენ  მისამართზე - თბილისი. ც. დადიანის ქ. 7, სავაჭრო ცენტრი „ქარვასლა", სართ. 3.


მოქალაქეები იმასაც ამბობენ,  რომ მათ გზავნილის შესახებ სწორ ინფორმაციას არ აძლევენ და ადგილზე მისულებს  „სითი პარკის" ის ჯარიმები ხვდებათ,  რომელსაც მოქალაქემ მისამართზე არყოფნის გამო, ან  შეგნებულად არ მოაწერა ხელი.


მობილურებზე აღნიშნული კომპანიიდან მიღებული შეტყობინებებიც გვაჩვენეს, რომელთა ტექსტი ასე გამოიყურება:


„UNIPOSTA" გილოცავთ ახალ 2017 წელს და გაცნობებთ, რომ თქვენს სახელზე მოსულია სწრაფი გზავნილი, რომლის გატანის ვადაც იწურება. ჩასაბარებლად შეგიძლიათ მობრძანდეთ სერვის-ცენტრის მისამართზე: თბილისი. ც. დადიანის ქ. 7, სავაჭრო ცენტრი "ქარვასლა", სართ. 3. ოფისი  A306. 10:00-20:00 საათამდე."


მოქალაქე, რომელიც არსაიდან არ ელის გზავნილს, ფიქრობს, რომ რაღაც შეცდომაა. ამის შემდეგ კვლავ იღებს შეტყობინებას: „თქვენი გზავნილი POSTASHIA, რომლის გატანის ვადაც იწურება, ჩასაბარებლად გთხოვთ მოაკითხოთ დღეს, 13 იანვარს 20:00 სთ-მდე."


შემდეგ ისევ: „ადრესატების დაჟინებული თხოვნით თქვენი გზავნილი 1 დღით ისევ შევაყოვნეთ და კვლავ POSTASHIA, რომლის გატანის ბოლო ვადაც ხვალ 14 იანვარს 17:00 საათამდეა."

 

„ადრესატების დაჟინებული თხოვნით თქვენი გზავნილი 1 დღით ისევ შევაყოვნეთ და კვლავ POSTASHIA, რომლის გატანის ბოლო ვადაც ხვალ 16 იანვარს 19:00 საათამდეა.  თბილისი. ც. დადიანის ქ. 7, სავაჭრო ცენტრი "ქარვასლა", სართ. 3. ოფისი  A306."


საბოლოოდ, როცა მოქალაქე გადაწყვეტს მივიდეს და გაარკვიოს, რა ხდება, მას თურმე სითი პარკის ჯარიმებს „ჩაახუტებენ", რის შემდეგაც ურჩ გადამხდელს „მრიცხველი  ჩაერთვება" და გადაუხდელობის შემთხვევაში ჯარიმას კიდევ ჯარიმა დაემატება.


რამდენად აქვს გადამზიდავ კომპანიას უფლება, არ ჩააყენოს მოქალაქე საქმის კურსში გზავნილის წარმომავლობის შესახებ და აქვს თუ არა კომპანია „უნიფოსტას" რაიმე სახის ხელშეკრულება „სითი პარკთან", ამის გადასამოწმებლად „ფოსტალიონი" კომპანია „უნიფოსტას"  ნომერზე 032 219 33 93 დაუკავშირდა და კითხვით მიმართა:


-არის თუ არა სიმართლე, რომ თქვენ უკავშირდებით მოქალაქეებს, აცნობებთ გზავნილის თაობაზე მაგრამ არ ეუბნებით გზავნილი რა სახისაა ან საიდან არის?


- მე კურიერი გახლავართ და ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ, შეგიძლიათ ესაუბროთ ოპერატორს (ტელეფონი გადასცა ქალბატონს)


- თქვენ ოპერატორი ბრძანდებით??


- დიახ!


- რამდენად შეესაბამება სიმართლეს ინფორმაცია, რომ თქვენ უკავშირდებით მოქალაქეებს, აცნობებთ გზავნილის თაობაზე მაგრამ არ ეუბნებით გზავნილი რა სახისაა ან საიდან არის?  სითი პარკიდანაა, თუ სხვა სახის გზავნილია?


- ჩვენ ვიღებთ სხვადასხვა სახის გზავნილებს, როგორც საჩუქრებს ასევე ფულად გზავნილს, კურიერს მიაქვს აღნიშნულ მისამართზე და თუ სახლში არ ხვდებიან, შემდეგ ვუკავშირდებით.

 

- თუ შეიძლება თქვენი გვარი მითხარით, რომ ვიცოდე ვის ვესაუბრები.


- გვარს ტელეფონში ვერ გეტყვით, თუ რამე ინფორმაცია გნებავთ ადგილზე მობრძანდით.

 

- ძალიან სამწუხრაოა რომ გვარს არ მისახელებთ. კარგით, მაშინ მიპასუხეთ, როცა აცნობებთ გზავნილის შესახებ რატომ არ ეუბნებით საიდან არის გზავნილი, მასზე ხომ ყოველთვის მითითებულია წარმომავლობა, მით უმეტეს სითი პარკის ჯარიმებზე (ტელეფონს თიშავენ).


ცოტა ხნის შემდეგ განმეორებით ვრეკავთ იგივე კითხვით...


- ძალიან ცუდი, რომ მითიშავთ, ტელეფონის გათიშვა და პასუხის არ გაცემა ცალსახად მიუთითებს თქვენს არასწორ ქმედებაზე და შესაბამისად, დასმულ კითხვაზე პასუხი არ გაქვთ..... ხომ მეთანხმებით? თუ თქვენ არ გევალებათ გამცეთ პასუხი, მომეცით ნომერი, ვისაც შეიძლება დავუკავშირდე , რათა  ამომწურავი პასუხი გამცეს.


- არ ვარ ოპერატორი არაა, მეც კურიერი ვარ და კიდევ გიმეორებთ, არავის ტელეფონს არ გაძლევთ, მობრძანდით და ფოსტაში გაარკვიეთ ( ისევ გათიშა ტელეფონი).

 

მესამე ცდაზე ტელეფონს აღარვინ უპასუხა!

 

 

 

 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი