logo_geo
საქართველოს მასშტაბით ღამის საათებში ხმაური დასჯადი გახდება
- +

24 იანვარი. 2017. 01:01



საკრებულოს წევრი თედო კობახიძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ახალი მუხლის დამატების ინიციატივით გამოდის, რაც ღამის საათებში სიმშვიდის უზრუნველყოფას ითვალისწინებს. აღნიშნულ ინიციატივაზე დედაქალაქის საკანონმდებლო ორგანოში სპეციალურად შექმნილი ჯგუფი მსჯელობს.


საკრებულოს გადაწყვეტილებით, განისაზღვრება საათები, როცა ხმაური დასჯადი იქნება. ხმაურით შეწუხებულ მოქალაქეებს 112-ში დარეკვა და პატრულის გამოძახება შეეძლებათ.


თევდორე კობახიძემ განვითარებულ ქვეყნებში აღნიშნული მიმართულებით არსებული რეგულაციების თაობაზე მოკლე ანალიზი გააკეთა და განაცხადა, რომ ასოცირების ხელშეკრულება, რომელზეც საქართველოს ხელი აქვს მოწერილი, ხმაურზე შესაბამისი რეგულირების დაწესებას ჩვენს ქვეყანას პირდაპირ ავალდებულებს.


„პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით საკანონმდებლო ორგანოში შეიქმნება სპეციალური ჯგუფი, რომელიც იმსჯელებს ხმაურის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით. არამარტო თბილისის, არამედ საქართველოს მასშტაბით ამ საკითხთან დაკავშირებით მოსახლეობისგან არის მოთხოვნა, რომ ეს პრობლემა მოექცეს რეგულირების ჩარჩოებში.მე დარწმუნებული ვარ, რომ ახალი მოწვევის პარლამენტი ამ საკითხს კანონის ფარგლებში დაარეგულირებს", - განაცხადა თედო კობახიძემ.


 

big_banner
არქივი