logo_geo
თედო კობახიძე: საკითხი სამართლებრივად გამართულია და მისი ბათილად ცნობა უსაფუძვლოა
- +

24 თებერვალი. 2017. 20:57



„თუ ოპოზიცია ამ საკითხს არასამართლებრივად თვლიდა, მას ჰქონდა ერთ თვიანი ვადა მიემართა სასამართლოსთვის, თუმცა მათ ეს არ გააკეთეს, რადგან არ ქონდათ იმედი, რომ საკითხი მათ სასარგებლოდ გადაწყდებოდა", - ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურუიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ თედო კობახიძემ საკრებულოში ზვიად ნაზღაიძისთვის მიწის ნაკვეთის გადაცემის განკარგულების ბათილად ცნობის შესახებ მსჯელობისას განაცხადა.

 

„ოპოზიციამ ეს ყველაფერი გადაიტანა პოლიტიკურ დებატებში და ცდილობს მოაწყოს პოლიტიკური შოუები. რაც შეეხება იურიდიული კომისიის შენიშვნებს, კი ბატონო, ჩვენ მოვითხოვეთ დამატებითი მასალები, რომლებიც უკვე წარმოდგენილი იქნა ურბანული დაგეგმარებისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიების სხდომებზე, რომლებიც ჩვენი კომისიის შემდგომ ჩატარდა. სამივე კომისიის მხრიდან საკითხის საკრებულოს სხდომაზე გატანას დადებითი რეკომენდაცია მიეცა. მე როგორც იურიდიული კომისიის თავმჯდომარე, კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, საკითხი სამართლებრივად გამართულია და მისი ბათილად ცნობა უსაფუძვლოა",- განაცხადა კობახიძემ.


 

big_banner
არქივი