logo_geo
ჯაბა ჯიშკარიანი: ველოდებით ოპოზიციამ ბოდიში მოუხადოს ჩოხელს...
- +

24 თებერვალი. 2017. 22:02




„მიხეილ სააკაშვილის დაგეგმილი სპეცოპერაცია, მიტაცებული „რუსთავი 2"-ის გადარჩენის მცდელობით დედაქალაქის საკრებულოში კრახით დასრულდა და ამას ვულოცავთ საზოგადოებას", - ამის შესახებ საკრებულოს წევრმა ჯაბა ჯიშკარიანმა საკრებულოში ზვიად ნაზღაიძისთვის მიწის ნაკვეთის გადაცემის განკარგულების ბათილად ცნობის შესახებ მსჯელობისას განაცხადა. ჯიშკარიანმა ასევე დასძინა, რომ ეს არის მოსამართლეებზე იერიშის მცდელობა.



„ეს არის მცდელობა მოსამართლეებზე მიიტანონ იერიში ამ კონკრეტულმა ადამიანებმა, ვინაიდან ამ საქმესთან არანაირ კავშირში არ არის მოსამართლის ძმა, ამ საქმესთან კავშირში არის ჩოხელი და ეს დღეს აღიარა ოპოზიციამ. დიდი მადლობა მათ რომ ეყოთ გამბედაობა. ახლა ველოდებით, რომ ბოდიში მოუხადონ ჩოხელს. ჩვენ ბოლომდე დავიცავთ არამარტო სასამართლოს ინტერესებს, არამედ იმ სოლიდარობას და მონაპოვარს რომელიც იყო 13 ივნისის სტიქიის შედეგად" , - განაცხადა ჯიშკარიანმა.


 

big_banner
არქივი