logo_geo
„ხელოვნური სუნთქვა“ შესაძლოა, ფილმის სახით გაგრძელდეს
- +

2 მარტი. 2017. 01:08



სერიალი „ხელოვნური სუნთქვა", რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ეთერში გადიოდა, შესაძლოა, ფილმის სახით გაგრძელდეს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „მიუზიკ ბოქსი" ავრცელებს. სერიალის პროდიუსერის ირაკლი საღინაძის განცხადებით, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ სერიალი  სპონსორის მოძიებას ვერ მოახერხებს. ტელეკომპანია „რუსთავი 2"-მა სერიალი ფინანსური პრობლემების გამო შეაჩერა.


„თუ ვერ მოვახერხეთ სპონსორის მოძიება და ახალი სეზონის გადაღება, მაშინ იმ კითხვის ნიშნებს, რაც გაჩნდა წინა სეზონზე, ფილმში გავცემთ პასუხს. ტექნიკური, შემოქმედებითი და ფინანსური კუთხით, აქტიურად ვმუშაობთ და ვნახოთ რა მოხდება. არ მინდა ვიყო ის ადამიანი, რომელმაც ყალბი დაპირებები გასცა, ამიტომ ჯერ გადაჭრით ვერაფერს ვიტყვი", - აღნიშნავს საღინაძე.



 

big_banner
არქივი