logo_geo
დღეს მირზა გელოვანის 100 წლის იუბილეა!
- +

2 მარტი. 2017. 03:24



ქართველი პოეტი მირზა გელოვანი 1917 წლის 2 მარტს სოფელ ნაქალაქარში დაიბადა. 1936-1939 წლებში  თბილისში ცხოვრობდა, თავისუფალ მსმენელად დადიოდა უნივერსიტეტში. მუშაობდა გამომცემლობა „ფედერაციაში", „საბჭოთა აფხაზეთის" რედაქციაში. მისი ლექსები 1935 წლიდან იბეჭდებოდა „ჩვენს თაობაში" და სხვა ჟურნალ გაზეთებში.


მირზა გელოვანმა სულ სამიოდე წელი იტრიალა დედაქალაქის ლიტერატურულ წრეებში,1939 წელს წითელ არმიაში გაიწვიეს.  ხოლო შემდეგ, ომში წასული პოეტი, დროდადრო სამშობლოში აგზავნიდა დაწერილ ლექსებსა და წერილებს, რომლებშიც თბილისის მონატრება ჩანდა:


„წუხელ ვებრძოდი ცეცხლს და ურაგანს

 

და საშინელი ბრძოლების ნისლში

 

მე მომეჩვენა, სადღაც, ჩემს უკან

 

აელვებული იდგა თბილისი".


გამოცემულია მისი ლექსების კრებულები: „ლექსები" (1954), „შავნაბადა" (1956), „ცხრაკარა" (1960), „უბის წიგნაკიდან" (1964), „თეთრი მიწა" (1972), „ფრონტული ლექსები" (1975).


მირზა გელოვანი ომის მიწურულს, 1944 წლის ივლისში 27 წლის ასაკში გარდაიცვალა, როდესაც უკანგაქცეულ მტერს დადევნებული გადადიოდა დასავლეთ დვინის სამდინარო დაბრკოლებაზე. დაკრძალულია ბელარუსში, ვიტებსკის ოლქის სოფელ სანიკის ძმათა სასაფლაოზე.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი