logo_geo
უხანში, კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრში, საქართველოს ხუთი მოქალაქე იმყოფება
- +

24 იანვარი. 2020. 18:52

 

ჩინეთში, ქალაქ უხანში, სადაც კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრია, ამ დროისთვის საქართველოს ხუთი მოქალაქე იმყოფება. ამის შესახებ „ქრონიკას“ ჩინეთში საქართველოს ელჩმა არჩილ კალანდიამ განუცხადა.

 

მისი თქმით, ისინი თავს უსაფრთხოდ გრძნობენ. საქართველოს რამდენიმე მოქალაქემ კი, უხანი დატოვა და სხვა რეგიონებში გადაინაცვლა.

 

კალანდიას ინფორმაციით, ინფიცირებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან და ისინი ჩინეთის მთავრობის რეკომენდაციებსა და მითითებებს ყურადღებით ასრულებენ.

 

არჩილ კალანდიას განცხადებით, საელჩო საქართველოს მოქალაქეებთან მუდმივ კონტაქტზეა და ამ დროისთვის არცერთი მათგანი საფრთხის ქვეშ არ იმყოფება.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი