logo_geo
დიდი მამულიშვილი - ლევან გოთუა!
- +

10 მარტი. 2017. 12:40


 

„გაგაცნობთ ერთ ისტორიას, რომელიც ლევან გოთუას პიესას „ჩაძირული სოფელი" - უკავშირდება", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში თეა ფირცხალავა წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„სიუჟეტის თანახმად, წალკის მიდამოებში უნდა აშენებულიყო დიდი წყალსაცავი, რის გამოც ერთი სოფელი, რომლის შუაგულშიც ეკლესია იდგა, მთლიანად უნდა ჩაძირულიყო. დიდი დავის შემდეგ სოფლის მაცხოვრებლები დათანხმდნენ და სხვაგან გადასახლდნენ, ხოლო სოფლის უხუცესმა მღვდელმა არ დატოვა ეკლესია და მასთან ერთად ჩაიძირა.

 

 

ეს პიესა ლევან გოთუამ რუსთაველის თეატრში აკაკი ხორავას აჩვენა. ხორავამ განიზრახა პიესის დადგმა და მღვდლის როლის შესრულება, იმ პირობით, თუ ავტორი ფინალს გადააკეთებდა. ბატონი ლევანი არ დათანხმდა და პიესაც არ დაიდგა.

 

1905 წლის 10 მარტს დაბადებულა ამ და სხვა დიდებული ნაწარმოების ავტორი, სახელოვანი ქართველი მწერალი და პუბლიცისტი ლევან გოთუა, კაცი, რომელმაც ჩვენი „გმირთა ვარამი" შექმნა. იგი სამჯერ იყო დაპატიმრებული ეროვნულ-გამათავისუფლებელ მოძრაობაში აქტიური მოღვაწეობისთვის და ЧК-ს წყალობით თითქმის 20 წელი გაატარა გადასახლებაში. ლევან გოთუას მრავალი ნაწარმოები დაიდგა თეატრალურ სცენებზე. მ/შ იყო „მეფე ერეკლე", რომელიც დიდმა ვახტანგ ტაბლიაშვილმა დადგა მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე.

 

ლევან გოთუა გარდაიცვალა 1973 წელს. იგი დაკრძალულია მცხეთის სამთავროს ეზოში.

 

ბოლოს ლევან გოთუასვე სიტყვებით დავასრულებ:

 

„ქვეყანა დასეტყვილ ვენახს დაემსგავსა... ბიჭმა მოიმარჯვა თავისი "ქვის დედაენა" და... წაიკითხა: ჭირსა შიგან გამაგრება ასრე უნდა, ვით ქვიტკირსა! ("ქვის დედაენა").

 

დიდი მამულიშვილის დიდება და არდავიწყება ყოფილიყოს!" - წერს ფირცხალავა.

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

big_banner
არქივი