logo_geo
ხათუნა მამარდაშვილი: ბევრჯერ მიფიქრია, წავსულიყავი, მაგრამ ვერ გავბედე...
- +

21 მარტი. 2017. 00:55


 

„ჩემი კარიერა რეგიონულ არხზე ,,ქვემო ქართლის ტელერადიო კომპანიაში" დაიწყო 2003 წელს. ვიყავი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი, ჟურნალისტი,  შემდეგ ტელევიზიის ხელმძღვანელი... ასე მოვდივართ ერთად."- იხსენებს ჟურნალსიტი ხათუნა მამარდაშვილი „ქართულ აზრთან" საუბრისას.

 

ჩემი მშობლები არ ჩარეულან ჩემს გადაწყვეტილებაში. მინდოდა ჟურნალისტობა და გაიზიარეს ჩემი აზრი. ხელი შემიწყვეს, როგორც შეეძლოთ და დღემდე ასეა. რომ არა მათი თანადგომა, დღეს არ მექნებოდა საშუალება,  მეთქვა, რომ ჟურნალისტი ვარ, თუმცა, არ მომეცა საშუალება, დამემთავრებინა ის უმაღლესი სასწავლებელი, რომელიც მინდოდა. ჩემი ოცნება იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრება, მაგრამ არც მიცდია გამოცდებზე გასვლა. ძალიან ცუდ პერიოდს დაემთხვა ჩემი აბიტურიენტობა. ყველაზე დიდი იმედგაცრუება ეს იყო ჩემთვის. თუმცა, ვთვლი რომ არ მივიღე ცუდი განათლება. იყო ასეთი სასწავლებელი „მცირე აკადემია". წარჩინებით დავამთავრე სრული კურსი და მაგისტრატურა.

 

ზუსტად ის პროფესია მაქვს, რომელიც უნდა მქონდეს. არ ვიქნებოდი სხვა პროფესიის წარმომადგენელი. არასოდეს მინანია ამ გადაწყვეტილების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ მიფიქრია, წავსულიყავი, ვერ გავბედე. 15 წელი დაიწყო, რაც ჩემი ცხოვრება ტელევიზიას დავუკავშირე. ყველა დღე გამორჩეული იყო. ვამაყობ ჩემი საქმით. სადაც ვარ და რასაც ვაკეთებ, ძალიან დიდი შრომის შედეგად მივაღწიე. საქმე უნდა აკეთო მთელი გულით, გონებით, რომ მიიღო შედეგი. მე ეს გამომივიდა და ვამაყობ ამით. 

 

რაც შეეხება ჟურნალისტურ ინტრიგებს, სამწუხაროდ, ხშირად ყოფილა მსგავსი მცდელობა, აღმოვჩენილვარ მსგავ სიტუაციაში, თუმცა ყოველთვის მქონდა ძალა, მებრძოლა. ასეთ ადამიანებს არასოდეს ვაძლევ უფლებას, იყვნენ ჩემს გვერდით. ალბათ, 10 წლის წინ რომ გეკითხათ ჩემთვის, მიზანი საშუალებას ამართლებს თუ არა, დაუფიქრებლად გიპასუხებდით, რომ ამართლებს. მაგრამ დღეს უკვე აღარ ვარ დარწმუნებული. ალბათ, იმისთვის, რომ გაგიმართლოს, საუკეთესო საშუალება კი არ უნდა ეძებო, გონებით უნდა იმოქმედო. 

 

არასოდეს მიცდია, ვინმეს მსგავსი ვყოფილიყავი, მაგრამ ნამდვილად საამაყოა, რომ საქართველოში ბევრი ჟურნალისტია ისეთი,  რომლის ჟურნალისტური ნამუშევრის ნახვა ან წაკითხვა სიამოვნებას განიჭებს."



ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ მითითებულ ბმულზე:


 

big_banner
არქივი