logo_geo
ხათუნა მამარდაშვილი: არასოდეს მიჭირს, ვიკითხო - რაც არ ვიცი, ვითხოვო დახმარება, ვაღიარო საკუთარი შეცდომები...
- +

21 მარტი. 2017. 02:13



„სილამაზე ძალიან ფართო ცნებაა ჩემთვის და მხოლოდ ფიზიკურ სილამაზეს  არ ნიშნავს. სილამაზეა ქალისთვის ის, თუ დარწმუნებულია საკუთარ თავში, რეალიზებულია. იცის საკუთარი თავის და საკუთარი სიტყვის ფასი. ასეთია ჩემთვის ლამაზი ქალი."-აღნიშნავს ჟურნალსიტი ხათუნა მამარდაშვილი „ქართულ აზრთან" საუბრისას.


„ქალისთვის, სრულიად შესაძლებელია, იყო პროფესიონალი, გქონდეს საყვარელი საქმე და გქონდეს წარმატებული პირადი ცხოვრება. მსხვერპლის გაღება სულაც არ არის საჭირო ამისთვის. უნდა იბრძოლო იმისთვის, რომ არ დათმო არც ერთი, იმუშაო საკუთარ თავთან ძალიან ბევრი. 

 

ყოველთვის ვცდილობ, არ დავიმსახუროი კრიტიკა. ყველა საქმეს ვაკეთებ თავდაუზოგავად, ხშირად დამითმია ბევრი ამის გამო. არასოდეს მიჭირს, ვიკითხო ის, რაც არ ვიცი და ვითხოვო დახმარება, ვაღიარო საკუთარი შეცდომები და გამოვასწორო. როცა ყოფილა ასეთი შემთხვევა და გავმხდარვარ კრიტიკის ობიექტი, მსჯელობისთვის ყოველთვის მზად ვარ და თუ შემიძლია, რომ საკუთარი სიმართლე დამამტკიცო, არასოდეს დავიხევ უკან. კრიტიკა მაძლიერებს, არ შეიძლება ყოველთვის იდეალური იყო. მხოლოდ უსაფუძვლო კრიტიკას არ გავიზიარებ არასდროს. შექება სტიმულია ჩემთვის. განსაკუთრებით, თუ დედაჩემი შემაქებს. დედაჩემის შექებას აქვს ყველაზე დიდი ძალა ჩემთვის."


ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ მითითებულ ბმულზე:




 

big_banner
არქივი