logo_geo
ილია მეორე: დღეს კაცობრიობას განსაკუთრებით აწუხებს ვნებები, უსიყვარულობა, შფოთი, უნდობლობა...
- +

21 მარტი. 2017. 22:03



სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ერთ-ერთ ქადაგებაში განსაცდელთან დაკავშირებით საუბრობს, თუ რამდენი რამის გადატანა უწევს ადამიანს ცხოვრებაში.



„ჩვენი ცხოვრება განსაცდელებითაა სავსე. წმინდა მართალი იობი, რომელმაც მრავალი დიდი განსაცდელი და წამება გამოიარა, სვამს კითხვას; „გამოცდა ხომ არ არის ჩვენი ცხოვრება?" მართლაც, გამოცდაა ეს წუთისოფელი და ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც ღირსეულად შეხვდება ამ გამოცდას. გამოცდა მრავალი სახისაა და განსაკუთრებით ხშირად სწორედ იმ ადამიანისთვის, რომელიც სიკეთეს თესავს ქვეყანაზე, რადგან მისი სიკეთის ეშმაკს შურს.

 

დღეს გვმართებს დაფიქრება იმის შესახებ, თუ რამდენად რთულია ჩვენი ცხოვრება და როგორ შეიძლება დავძლიოთ განსაცდელი. ადამიანს შეიძლება მრავალი სახის სირთულე ჰქონდეს. უპირველეს ყოვლისა, როდესაც ადამიანი ვერ ხედავს თავის თავს, როცა მიაჩნია, რომ მის მიერ ჩადენილი ცუდი საქციელი, ყველა მისი ნეგატიური ქმედება, - ჩვეულებრივი ადამიანური მოვლენაა. დღეს კაცობრიობას განსაკუთრებით აწუხებს ვნებები, უსიყვარულობა, შფოთი, უნდობლობა და ეს ყველაფერი ადამიანს ბუნებრივად მიაჩნია. უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არ არის ბუნებრივი, ეს არის ბრძოლა ბოროტთან. ამიტომ ყოველდღე უნდა ასხუროთ ნაკურთხი წყალი თქვენს ბინას, ოთახებს, სახლს, ეზოს, აკმიოთ საკმეველი, რომ ბოროტი ძალა არ შემოვიდეს თქვენს სახლში, ვერ დაისადგუროს თქვენთან.

 

დალოცვილი და გახარებული იყავით, არ შეუშინდეთ ბრძოლას. ბრძოლის დროს მუდამ უფლის იმედი, ღვთის იმედი გქონდეთ! მადლი და წყალობა ღვთისა მოგანიჭებთ ძალას, რომ გაუმკლავდეთ ბოროტთან ბრძოლას!", - ბრძანა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ.


 

big_banner
არქივი