logo_geo
ვის მიანიჭა სასამართლომ ცოტნეს ქონების განკარგვის უფლება და რა პუნქტები ჰქონდათ განცხადებებში შეტანილი დედას და მეუღლეს?
- +

18 აგვისტო. 2020. 17:53

 

 

ცოტა ხნის წინ დასრულდა სასამართლო პროცესი, სადაც განიხილეს ცოტნე გამსახურდიას მეუღლის, ანა ჯაბაურის განცხადება, სადაც იგი ითხოვდა, გიორგი გამსახურდიას სრულად გადაეცეს ცოტნეს ქონების, საავტორო უფლებების, სამეწარმეო საქმიანობის ზედამხედველობა. სასამართლომ ანა ჯაბაურის განცხადება დააკმაყოფილა, დედას – მანანა არჩვაძე-გამსახურდიას კი, რომელიც ასევე ითხოვდა, მისთვის მიენიჭებიათ იგივე უფლება – უარი უთხრა.

 

როგორც განჩინებაში ვკითხულობთ, ანა ჯაბაურმა უარი განაცხადა თავისი უფლებების გაფართოებაზე და სწორედ ამიტომ მოითხოვა სასამართლოსგან, ქონებრივი საკითხები ცოტნეს ძმას, გიორგის ემართა:

 

 

 

ცოტა კიდევ უფრო ადრე, კიდევ ერთი პროცესი გაიმართა, სადაც მანანა არჩვაძე ცოტნეს მხარდამჭერად დანიშვნას ითხოვდა და ცოტნეს მეუღლესთვის მხარდამჭერის სტატუსის გაუქმება სურდა, თუმცა, სასამართლომ არც ეს მოთხოვნა დაუკმაყოფილა მას.

 

რას ითხოვდა, ქალბატონი მანანა სასამართლოზე და რას ითხოვდა ცოტნეს მეუღლე ანა ჯაბაური? – „ალიას“ სასამართლოს განჩინებები მოაწოდეს – ჩვენ მათი ნამდვილობა ცოტნეს ოჯახის წევრებთან გადავამოწმეთ და მათ დაგვიდასტურეს.

 

მანანა არჩვაძე-გამსახურდიას მოთხოვნები იყო შემდეგი:

 

გთხოვთ, მცნოთ ცოტნე გამსახურდიას მხარდამჭერის მიმღებად შემდეგ სფეროებში:

 

ნებისმიერი სახელმწიფო გასაცემლის (სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის) დანიშვნის, აღდგენის, მიღებისა და განკარგვის სფეროში…

 

მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის სფეროში – მათ შორის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების/გაყვანის/გადაყვანის, მედიკამენტების შეძენის, ჯანდაცვის პროგრამებით სარგებლობის

 

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა ფულადი და არაფულადი დახმარების პროგრამით/ქვეპროგრამით სარგებლობის, მათ შორის განცხადების მიმართვის, თანხის აღების სფეროში

 

საბანკო ოპერაციების მართვის, პირადობის ელექტრონული მოწმობის, საპენციო პლასტიკური/ელექტრონული, მათ შორის დამატებითი ბარათის დამზარება/აღება/გაუქმება და საბანკო ანგარიშზე/დაგროვებით საპენსიო ანგარიშე არსებული ფულადი თანხის განკარგვის (მათ შორის საბანკო ოპერაციების განხორციელების, საპენსიო სესხის აღების, თანხის გამოტანა/დარიცხვის მიზნით სფეროში.

 

შეჩერებული/დაკავებული პენსიის/სოციალური პაკეტის გაცემის/მიღების მოთხოვნისა, გაუცემელი/განაცდური საპენსიო თანხის და სოციალური პაკეტის მოთხოვნა/გაცემა/მიღება სფეროში.

 

საქართველოს ნებისმიერ სახელმწიფო დაწესებულებიდან და ნებისმიერი კერო სამართლის იურიდიული პირისგან (მათ შორის ნებისმიერი საბანკო დაწესებულებიდან) ნებისმიერი ინფორმაციის გამოთხოვის სფეროში.

 

 

რაც შეეხება მეუღლეს, ანა ჯაბაურს, მისი მოთხოვნები, რომლებიც სასამართლომ უკვე დააკმაყოფილა, ასე გამოიყურება:

 

დაინიშნოს დროებით მხარდამჭერად

 

მკურნალობაზე/რეაბილიტაციაზე თანხმობის გამოხატვის სფეროში

 

მედიკამენტების შეძენის და მიღების სფეროში

 

მკურნალობის მიზნით საზღვარგარეთ გაყვანა/შემოყვანა

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი