logo_geo
პაატა იმნაძე: იმედია, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჩვენთვის გაზაფხულზე ხელმისაწვდომი იქნება
- +

27 ოქტომბერი. 2020. 17:56

 

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, წლის ბოლომდე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიქმნება, თუმცა ის პირველ ეტაპზე იმ ქვეყნებში გამოიყენება, სადაც შექმნიან.

 

„წლის ბოლომდე ბევრი არა, მაგრამ რამდენიმე ვაქცინა იქნება. კვლევა უკვე მესამე ფაზაშია. ჩინეთში 1 ვაქცინა გამოიყენება, კიდევ ორზეა ლაპარაკი. ჩემი აზრით, მსოფლიოში რამდენიმე ვაქცინა უკვე იქნება. ჯერ იმ ქვეყნებში იქნება, რომლებიც აწარმოებენ. იმედია, ვაქცინა სხვა ქვეყნებისთვის, მათ შორის ჩვენთვის, გაზაფხულიდან იქნება ხელმისაწვდომი“,- აღნიშნა პაატა იმნაძემ.

 

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 32 127 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 12 632 გამოჯანმრთელებულია, 238 გარდაცვლილი.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი