logo_geo
ბიძინა კულუმბეგოვი: უნდა დასრულდეს კლინიკებში ნაცნობობით მოხვედრა
- +

2 დეკემბერი. 2020. 15:05

 

როგორც ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა, ქვეყანაში უნდა დასრულდეს კლინიკებში ნაცნობობით მოხვედრა.

 

„კლინიკებში სწორედ ნაცნობობით მოხვედრა უნდა დასრულდეს. 6 000-ზე მეტი ადამიანია კლინიკაში და ეს მინიმუმ 10%-იანი სიჭარბეა.

 

მინიმუმ 1000-მდე ადამიანი არ უნდა იყოს, რაც ავტომატურად გაათავისუფლებს ადგილს იმ პაციენტებისთვის, ვისაც რეალურად სჭირდება“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

 

მისი თქმით, აუცილებელია, რომ იგივე პერიფერიაზე ექიმებს უკეთესად ჰქონდეთ ინფორმაციული წვდომა.

 

„ჩვენი ბევრი მოქალაქე ჩართულია ამ პროცესში, მაგრამ თავისი სურვილით. სად გვყავს დასაკარგი და ურთიერთსაბრძოლველი ექიმები? ახლა ყველა ერთი გუნდის ნაწილი უნდა იყოს“, - დასძინა ბიძინა კულუმბეგოვმა სატელევიზიო ეთერში.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი