logo_geo
ილია მეორე: ბზობის დღეს იესო ქრისტე, როგორც მეფე შევიდა იერუსალიმში
- +

9 აპრილი. 2017. 16:04



სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში მრევლს ბზობის დღესასწაული მიულოცა და ამ დღესთან დაკავშირებით იქადაგა. როგორცპატრიარქმა ბრძანა, ადამიანი არ უნდა შეუშინდეს არც სიხარულს და არც მწუხარებას, რადგან ეს ყველაფერი მოვლენილია ღვთისგან.


„დღეს კიდევ ერთხელ ვფიქრობთ იმის შესახებ, რა ახლოს არის მწუხარება და სიხარული. ბზობის დღეს იესო ქრისტე, როგორც მეფე შევიდა იერუსალიმში. ერი ზეიმით ხვდებოდა მას და უგალობდა „ოსანა მაღალთა შინა ღმერთსა". რამდენიმე დღის შემდეგ იგივე ერი უღალატებს და იყვირებს „ჯვარს აცვი ეგე". ადამიანი არ უნდა შეუშინდეს არც სიხარულს და არც მწუხარებას. ეს ყველაფერი მოვლენილია ღვთისგან. სიხარულსაც და მწუხარებასაც ადამიანმა უნდა გაუძლოს. სიხარული იცვლება მწუხარებით და მწუხარება იცვლება სიხარულით. ღმერთმა ინებოს სიხარული სუფევდეს აწ და მარადის უკუნითი უკუნისამდე", - ბრძანა საქართველოს პატრიარქმა.


ილია მეორემ საქართველოს და მთელ მსოფლიოს ბედნიერი აღდგომის გათენება უსურვა. მან ასევე დალოცა ჯგუფი, რომელიც იერუსალიმში წმინდა ცეცხლის ჩამოსატანად მიემგზავრება.


 

big_banner
არქივი