logo_geo
დიანა ლიპარტელიანი: ისინი, სხვა რეალობაში მგზავრობენ...
- +

9 აპრილი. 2017. 23:03



მიმდინარე ამბავი საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან - მძინარე ბავშვიან ქალს ადგილს უთმობს ორსული გოგონა, ბავშვიანი ქალი სასტიკ უარზეა და არ ჯდება. არიან გაწევ-გამიწევაში. ორსული გოგონას გვერდზე მამაკაცი ზის და თვლემს. უფრო იქით მსხდომები - ახალგაზრდები და მხცოვანები სივრცეში იცქირებიან - უკიდეგანოდ...


ისინი, სხვა რეალობაში მგზავრობენ...


P.S. ამასობაში, მოგვარდნენ ბავშვიანი და ორსული გოგონა- ორსული ზის... ქალი, მძინარე ბავშვით ხელში ფეხზე დგას... ზეიმობს კულტურა და შეგნება...


 

big_banner
არქივი