logo_geo
9 აპრილთან დაკავშირებული უნიკალური საარქივო მასალა
- +

10 აპრილი. 2017. 03:25



შსს-ს არქივმა წიგნი - ,,9 აპრილი" გამოსცა. პრეზენტაცია საქართველოს ეროვნულ არქივში გაიმართა.


წიგნის საშუალებით პირველად გასაჯაროვდა საქართველოს სსრ-ს უშიშროების კომიტეტისა და პარტიული არქივის ფონდებში დაცული მასალები, რომლებშიც დეტალურადაა აღწერილი 1989 წლის 9 აპრილს თბილისში განვითარებული ტრაგიკული მოვლენები, ასევე, მაშინდელი ხელისუფლების მიერ თბილისიდან მოსკოვში და მოსკოვიდან თბილისში გაგზავნილი დაშიფრული დეპეშები, პლენუმისა და ბიუროს სხდომის და საგაზეთო ფონდის მასალები.


პრეზენტაციას შსს-ს აკადემიის რექტორი გივი მიქანაძე, შსს-ს არქივის დირექტორი ომარ თუშურაშვილი, 1989 წლის 9 აპრილის აქციის მონაწილეები, ისტორიკოსები, მკვლევარები, სტუდენტები, მოსწავლეები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.


პრეზენტაციის დასასრულს, 9 აპრილთან დაკავშირებული ფილმის ჩვენება გაიმართა.


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი