logo_geo
აიცრა თუ არა პატრიარქის ექიმი კორონავირუსზე – ცისანა შარტავას განმარტება
- +

29 მარტი. 2021. 15:34

 

 

ჯერჯერობით უცნობია, გაიკეთებს თუ არა პატრიარქი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას, თუმცა, მისი მკურნალი ექიმი ცისანა შარტავა „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ამბობს, რომ ვაქცინაციის მოლოდინშია.

 

„კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერ არ გამიკეთებია, თუმცა დარეგისტრირებული ვარ“, – გვითხრა შარტავამ.

 

რამდენიმე თვის წინ „პრაიმტაიმი“ პატრიარქის მეორე ექიმს, შალვა პეტრიაშვილს ესაუბრა. როგორც მან გვითხრა, „რაც პროგრესული და ნორმალურია, პატრიარქი ყველაფერზე თანახმაა ხოლმე“, შესაბამისად, ვარაუდობდა, რომ უწმინდესი ვაქცინაციის მზაობას გამოხატავდა.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი