logo_geo
მოქალაქეები სპეციალურ პორტალზე წინასწარ დარეგისტრირდებიან ვაქცინაციისთვის
- +

7 აპრილი. 2021. 15:08

 

 

შეიქმნება სპეციალური ვებ-პორტალი, რომელზეც მოქალაქეები, განურჩევლად ჯგუფისა, წინასწარ დარეგისტრირდებიან ვაქცინაციისთვის და გააკეთებენ არჩევანს ყველა იმ ვაქცინას შორის, რომელიც უახლოეს პერიოდში იქნება ხელმისაწვდომი საქართველოში. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

 

„დღეს მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დაცვას და მათ არჩევანს გაუფართოებს. ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება ვებ-პორტალი, რომელზეც ჩვენს მოქალაქეებს, განურჩევლად ჯგუფისა, საშუალება ექნებათ, წინასწარ დარეგისტრირდნენ ვაქცინაციისთვის და გააკეთონ არჩევანი ყველა იმ ვაქცინას შორის, რომელიც უახლოეს პერიოდში იქნება ხელმისაწვდომი საქართველოში. ჩვენი აზრით, ეს კვლევა დაგვეხმარება სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღებაში და ამის საფუძველზე მივიღოთ გადაწყვეტილება, თუ რომელი ვაქცინა შემოვიტანოთ შემდეგში საქართველოში“, - განაცხადა ტიკარაძემ.

 

 

big_banner
არქივი