logo_geo
ბიძინა კულუმბეგოვი: აღდგომის ღამე პანდემიის მიმდინარეობაში დრამატულ ცვლილებებს არ შეიტანს
- +

8 აპრილი. 2021. 03:01

 

 

,,აღდგომის ღამე პანდემიის მიმდინარეობაში დრამატულ ცვლილებებს არ შეიტანს", – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ,,რადიო ფორტუნას" ეთერში. განაცხადა.

 

,,მე მაინც ვფიქრობ, რომ ის რეგულაციები რაც სააღდგომო ღამეს იყო და ეს რამდენიმე საათს გრძელდება, არავითარი პრობლემა არ არსებობს. აღდგომის ღამე პანდემიის მიმდინარეობაში დრამატულ ცვლილებებს არ შეიტანს. უფრო დიდი საფრთხეა საქალაქო ტრანსპორტში და პირბადის ტარების შემცირებული მაჩვენებელი.

 

წინა აღდგომის დღესასწაულის პერიოდი იყო პირველი ტალღის მოლოდინის ეტაპი და ყველას გვქონდა განცდა, რომ თუ სადმე შეცდომას დავუშვებდით ეს იქნებოდა ძალიან სერიოზული და რეალურად ვნახეთ, რომ ფეხის გადაბრუნება შემოდგომაზე მოგვეწია", – აღნიშნა კულუმბეგოვმა.

 

 

big_banner
არქივი