logo_geo
ხულუტის ციხე-დარბაზის სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება
- +

9 აპრილი. 2021. 14:01

 

 

8 აპრილს „ საყდრისის კომიტეტმა“ ხულუტის ციხესთან  სარეაბილიტაციო სამუშაოების პრეზენტაცია გამართა.

 

როგორც შეხვედრაზე გახდა ცნობილი „ საყდრისის კომიტეტის“ ინიციატივით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ მასშტაბური პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო.

 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარე ეროვნული  მნიშვნელობის კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი  მე-17 საუკუნის მეორე ნახევარს განეკუთვნება და ერთ-ერთ საუკეთესო ციხე-დარბაზად ითვლება გვიანიშუასაუკუნეების საქართველოში.

 

აქტივისტების თქმით, 5 კოშკისგან შემდგარი 8-სართულიანი ციხე-დარბაზი გამორჩეული  ძეგლია  და მისი ავთენტური სახით შენარჩუნება რესტავრატორებისთვის გამოწვევა იქნება.

 

„საწყისს ეტაპზე უკვე ჩატარებულია ძეგლის სკანირება, ასევე ისეთი მნიშვნელოვანი კვლევები, როგორიცაა გეოლოგიური და კედლის ქვის, რაც სამომავლოდ შესაძლებლობას მოგვცემს, სწორად განისაზღვროს ძეგლზე ჩასატარებელი სამუშაოების  სრული ნუსხა. პარალელურად უკვე მოწყობილია  ციხესთან მისასვლელი ბილიკი, დადგმულია ხარაჩო და დასრულდა ძეგლის   გაწმენდა ხე-მცენარეებისგან. ვინაიდან ციხე-დარბაზის ცალკეული ნაწილები უსაფრთხო არ არის,  დადგმულია გამაფრთხილებელი ბანერები და ციხე სრულად დაიკეტა“, - აცხადებენ „საყდრისის კომიტეტის“ წევრები.

 

ხულუტის ციხე-დარბაზს „საყდრისის კომიტეტი“ 2017წლიდან იცავს და ის  მე-6 ძეგლია, რომელზეც სარეაბილიტაციო სამუშაოები „საყდრისის კომიტეტის“  ინიციატივით და მონიტორინგით მიმდინარეობს. ძეგლზე მოსამზადებელ სამუშაოებს კერძო კომპანია აფინანსებს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი