logo_geo
ნიკოლოზ ბასილაშვილს ახალი მომჩივანი გამოუჩნდა
- +

15 აპრილი. 2021. 14:15

 

ნიკოლოზ ბასილაშვილს ახალი მომჩივანი გამოუჩნდა.

 

როგორც რამდენიმე უცხოური გამოცემა, მათ შორის „Gotennis.ru“ და „ВсёПроСпорт” იუწყება, ნიკოლოზ ბასილაშვილს ძველი ინვესტორი უჩივის. ჯერჯერობით, მისი ვინაობა არ სახელდება და ალბათ მოგვიანებით გახდება ცნობილი, თუმცა, დავის მიზეზი კი გაცხადდა.

 

მოკლედ, ყოფილი ინვესტორის მტკიცებით, ბასილაშვილის წინსვლაში და მომავალ წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა და ტურნირებიდან მიღებული საპრიზო თანხის გარკვეულ ნაწილს ითხოვს.

 

„ნიკოლოზ ბასილაშვილს ქართულ სასამართლოში ყოფილ მეუღლესთან აქვს დავა. მას ძალადობაში ადანაშაულებენ. ახლა კი კიდევ ერთი მომჩივანი გამოჩნდა. ინვესტორი, რომელიც ჩოგბურთელისგან თანხას ითხოვს.

 

საქართველოს სასამართლოში და საერთაშორისო არბიტრაჟში მრავალმილიონიანი საქმის განხილვა უახლოეს ხანებში დაიწყება“, – ამბობს ინკოგნიტო პირი უცხოურ მედიასთან კომენტარში.

 

წყარო: 

https://primesport.ge/akhali-momchivani-nikoloz-basilashvils-qva-aghmarthshi-daetsia/

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი