logo_geo
„რიყის დოქები" ისევ არ გაიყიდა
- +

16 აპრილი. 2021. 15:14

 

 

 

თბილისის ცენტრში განთავსებული ობიექტი ე.წ. „რიყის დოქები“ ისევ არ გაიყიდა. ობიექტის საწყისი ღირებულება 71.25 მილიონი ლარი იყო. აუქციონი გუშინ დღის ბოლოს დასრულდა და მისი შეძენა არცერთმა ინვესტორმა არ ისურვა. ეს „რიყის დოქების“ პრივატიზებისთვის გამოცხადებული რიგით მესამე აუქციონი იყო.

 

თავდაპირველად, ობიექტს თბილისის მერია 1 ლარად ყიდდა და არ გაიყიდა. თბილისის მერმა კახა კალაძემ ინვესტორების დაბალი ინტერესი იმით ახსნა, რომ ობიექტზე დაახლოებით 20 მილიონის სამუშაოებია ჩასატარებელი, რომ მთლიანად მოწესრიგდეს, რემონტი ჩატარდეს და რამე კონკრეტული ფუნქცია მიენიჭოს. კალაძე ჯერ კიდევ ერთი თვის წინ აცხადებდა მზაობას, რომ თუ პრივატიზება ვერ მოხდებოდა, თანხები ობიექტის მოსაწესრიგებლად, შესაძლოა, მერიას გამოენახა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი