logo_geo
აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს მხედველობის ექსიმერ-ლაზერული კორექცია ჩაუტარდათ
- +

16 აპრილი. 2021. 16:00

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს მხედველობის ექსიმერ-ლაზერული კორექცია ჩაუტარდათ.

 

ლაზერული მკურნალობის წინ, ყველა პაციენტს სტანდარტული ოფთალმოლოგიური გამოკვლევების შემდეგ დამატებით რქოვანას ტოპოგრაფია და აბერომეტრია ჩაუტარდათ. სადიაგნოსტიკო კომპიუტერული სისტემებით გამოკვლევის მონაცემებზე დაყრდნობით, თითოეული პაციენტისთვის, ინდივიდუალურად შეირჩა მკურნალობის ტაქტიკა სპეციალური პროგრამით.

 

აფხაზეთიდან დევნილ პაციენტებს ლაზერული მკურნალობა თვალის კლინიკა „ახალ მზერაში“ ჩაუტარდათ. პროგრამის მიმდინარეობას აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი და კლინიკის ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მერაბ დვალი ესწრებოდნენ.

 

ექსიმერ-ლაზერული კორექცია მხედველობის გაუმჯობესების საუკეთესო საშუალებაა. ეს მეთოდი გულისხმობს ექსიმერული ლაზერის სხივით რქოვანას ფირმის შეცვლას და, შესაბამისად, ამა თუ იმ რეფრაქციული ანომალიის ახლომხედველობის, შორსმხედველობისა და ასტიგმატიზმის გასწორებას ანუ კორექციას.

 

https://imedinews.ge/ge/sazogadoeba/197383/apkhazetidan-devnil-akhalgazrdebs-mkhedvelobis-eqsimerlazeruli-koreqtsia-chautardat

 

big_banner
არქივი