logo_geo
ლაგოდეხში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა
- +

20 აპრილი. 2021. 23:34

 

ლაგოდეხში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

ფენი-გურჯაანის დამაკავშირებელ გზაზე სატვირთო ავტომობილი მსუბუქ ავტომანქანას შეეჯახა.

 

შემთხვევის დროს სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიიღო ოთხმა ადამიანმა, აქედან ერთი ადგილზე გარდაიცვალა, სამი კი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ლაგოდეხის „არქიმედეს“ კლინიკაში გადაიყვანა.

 

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო და სამაშველო ჯგუფები. ავარიის მიზეზი უცნობია. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი