logo_geo
სანდრო ბრეგაძე: ,,ქართული მარში“ შედის ინციატივით საქართველოს მთავრობასა და პარლამენტში - დიდგორობა გამოცხადდეს საერთო-სახალხო-ეროვნულ დღესასწაულად
- +

28 აპრილი. 2021. 01:56

 

 

„ქართული მარშის“ ლიდერი, სანდრო ბრეგაძე  აცხადებს, რომ „ქართული მარში“ საქართველოს მთავრობასა და პარლამენტში წარადგენს ინიციატივას - დიდგორობა გამოცხადდეს საერთო-სახალხო-ეროვნულ დღესასწაულად.

 

„წელს სრულდება 900 წელი დიდგორის ბრწყინვალე გამარჯვებიდან‼️ ჩვენდა სამარცხვინოდ “დიდგორობა” არ არის სახელმწიფო დღესასწაული‼️ „ქართული მარში“ შედის ინციატივით საქართველოს მთავრობასა და პარლამენტში - დიდგორობა გამოცხადდეს საერთო-სახალხო-ეროვნულ დღესასწაულად‼️ 2 დღის ვადაში ჩვენი წინადადება შეტანილ იქნება და დიდი იმედი გვაქვს, რომ საკითხი უახლოეს დღეებში გადაწყდება‼️“, - აღნიშნავს ბრეგაძე.

 

 

big_banner
არქივი