logo_geo
ამირან გამყრელიძე: აუცილებელია განსაკუთრებული სიფრთხილე, რეკომენდაციებისა და რეგულაციების დაცვა
- +

28 აპრილი. 2021. 02:21

 

 

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, 18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის ჩინური „სინოფარმის“ ვაქცინაზე რეგისტრაცია დღეს დაიწყო და ხვალ გახდება ცნობილი, დაახლოებით რამდენი ადგილია დაჯავშნილი.

 

„დღეს დაიწყო „სინოფარმის“ ვაქცინაზე რეგისტრაცია. ვნახოთ, ხვალ გავანაწილებთ, რამდენი ადგილი დაიჯავშნა თბილისში და იმისდა მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას. როგორც მეუბნებიან, ჯერჯერობით, რეგიონებში ისეთი ინტენსიური ჩაწერა არ არის“, - განაცხადა გამყრელიძემ.

 

მისი განმარტებით, მაისში, ივნისში და ივლისში საქართველოში ვაქცინებზე მარაგები თანდათან მნიშვნელოვნად  შეივსება.

 

„ქვეყანაში ეპიდსიტუაცია გართულებულია, მოგეხსენებათ, ყოველდღიური შემთხვევები ათასზე მეტია, რაც ძალიან საყურადღებო და საგანგაშოა. ამიტომ არის აუცილებელი განსაკუთრებული სიფრთხილე, რეკომენდაციებისა და რეგულაციების დაცვა და მეორე მხრივ, ვაქცინაციის გააქტიურება, რომ როგორმე შედარებით ნაკლები დაზიანებით გავიაროთ მაისის თვე“, - განაცხადა გამყრელიძემ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი