logo_geo
საქართველოში კორონავირუსის 1 551 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 878 პაციენტი
- +

28 აპრილი. 2021. 10:58

 

საქართველოში კორონავირუსის 1 551 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

 

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 878 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 17 პაციენტი.

 

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 29 487 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 11 878, პისიარტესტით – 17 609.

 

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 5,26, ბოლო 14 დღის – 4,39, ბოლო შვიდი დღის – 4,63.

 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 307 401 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 288 816 გამოჯანმრთელდა, 4 077 კი გარდაიცვალა.

 

სულ აცრილია – 41 801 ადამიანი, დღიურად აცრილია 1 706.

 

კარანტინის რეჟიმშია 221, სტაციონარში მეთვალყურეობას 3 780 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 707 პირი.

 

ამასთან, 27 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 1 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 909 პაციენტი.

big_banner
არქივი