logo_geo
ეკატერინე ტიკარაძე: მორატორიუმის საშუალებით, მოსახლეობის ყველაზე მოწყვლად ნაწილს უპირობოდ შეუნარჩუნდა სოციალური დახმარება
- +

28 აპრილი. 2021. 16:00

 

„მიზნობრივ სოციალურ დახმარებასთან დაკავშირებით გამოცხადებული მორატორიუმი გაგრძელდება“, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

 

მინისტრის განმარტებით, მორატორიუმის საშუალებით, მოსახლეობის ყველაზე მოწყვლად ნაწილს უპირობოდ შეუნარჩუნდა სოციალური დახმარება.

 

„რაც შეეხება სოციალურ საკითხებს, უპირველეს ყოვლისა მინდა გამოვყო ის მნიშვნელოვანი საქმიანობა, რომელიც სამინისტრომ ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში განახორციელა. მოგეხსენებათ, რომ მიზნობრივ სოციალურ დახმარებასთან დაკავშირებით გამოცხადებული მორატორიუმი გაგრძელდება. მორატორიუმის საშუალებით, ჩვენი მოსახლეობის ყველაზე მოწყვლად ნაწილს უპირობოდ შეუნარჩუნდა სოციალური დახმარება, რასაც ემატება ყოველთვიური ფულადი დანამატი, რისთვისაც ამ დრომდე გაცემულია 113 მილიონ ლარზე მეტი“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

big_banner
არქივი