logo_geo
ცნობილია, როდის მიიღებს საქართველო "ფაიზერის" ახალ დოზებს
- +

28 აპრილი. 2021. 22:40

 

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველო „ფაიზერის“ ვაქცინას ზაფხულში მიიღებს.

 

ამის შესახებ ტიკარაძემ პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

 

„დაზუსტებით შემიძლია ვთქვა, რომ „ფაიზერი“ იქნება ზაფხულში“, - განაცხადა ტიკარაძემ.

 

ცნობისთვის, საქართვლოს „ფაიზერის“ მომწოდებელთან 1 მილიონ დოზაზე მოლაპარაკებები დაწყებული აქვს.

big_banner
არქივი