logo_geo
ივანე ჩხაიძე: რაც შეიძლება მეტი ვაქცინა გვჭირდება
- +

29 აპრილი. 2021. 10:34

 

 

Sinopharm-ისა და Sinovac-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების ეფექტიანობაზე იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ ისაუბრა. მისი შეფასებით, ჩინური წარმოების ეს ორი ვაქცინა საქართველოსთვის სრულიად მისაღებია.

 

„ამ ორი ვაქცინის ეფექტიანობა სხვადასხვა კვლევაშია შეფასებული. Sinopharm-ი ამ მხრივ აღემატება ეფექტიანობის პროცენტული მაჩვენებლით Sinovac-ს, თუმცა ორივე შემთხვევაში სამიზნე ზღურბლი - 50%-ზე მეტი გადალახულია. ასე რომ, ვფიქრობ, დღეისთვის ქვეყანაში მთავარი პრობლემა არის ვაქცინების რაოდენობა. რაც შეიძლება მეტი ვაქცინა გვჭირდება“, - განაცხადა ჩხაიძემ.

 

საქართველოში Sinopharm-ით აცრის პროცესი 4 მაისიდან დაიწყება. ქვეყანაში მალე შემოვა Sinovac-ის ვაქცინაც.

 

 

big_banner
არქივი