logo_geo
როგორი ამინდია მოსალოდნელი სააღდგომოდ
- +

30 აპრილი. 2021. 16:30

 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, პირველ მაისს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ და აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა +18, +23 გრადუსი იქნება.

 

2-3 მაისს დასავლეთ საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა + 25, + 30 გრადუსამდე მოიმატებს. ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში კი, ცალკეულ რაიონში, იწვიმებს და +22, +27 გრადუსამდე დათბება.

 

თბილისში პირველ მაისს წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ხოლო 2-3 მაისს, დღის საათებში, უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +24, +26 გრადუსამდე მოიმატებს.

 

მართლმადიდებლური სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს 2 მაისს აღნიშნავს. რა გადაწყვეტილებები მიიღო მთავრობამ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, სრულად ნახეთ ამ ბმულზე.

big_banner
არქივი