logo_geo
გიორგი ფხაკაძე: დედაჩემის საფლავი ერთადერთი ადგილია, სადაც შეიძლება, დედას ცოცხალივით ვესაუბრო იმაზე, რასაც ამ დედამიწაზე ვერავის ვეტყვი
- +

30 აპრილი. 2021. 20:57

 

 

პროფესორი გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ  საქართველოში ჩამოსვლისას ყოველთვის მიდის დედის საფლავზე.

მისივე თქმით,  სააღდგომოდ, როცა ყველაფერი ღიაა, საფლავების ჩაკეტვა გაუმართლებელია.

 

„როცა საქართველოში ჩამოვდივარ, ყოველთვის გავდივარ დედის საფლავზე. მე დედაჩემი ძალიან მიყვარს. არასდროს ვიტყვი - „მიყვარდა“, დედა სულ გიყვარს.

 

ხომ დაგიგროვდება ცხოვრებაში ადამიანს რაღაცეები, ზოგჯერ რაღაცეებს ვერავის ვერ ეტყვი, საერთოდ ვერავის ვერ ეტყვი - ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ დედაჩემის საფლავი ერთადერთი ადგილია, სადაც შეიძლება, დედას ცოცხალივით ვესაუბრო იმაზე, რასაც ამ დედამიწაზე ვერავის ვეტყვი. დედის წინაშე რა უნდა დამალო.

დედამ ყველაფერი იცის, დედა ყველაფერს გრძნობს. შენ ხმა რომ არ ამოიღო, დედამ მაინც ყველაფერი იცის... დედას ყველაფერი უნდა უთხრა. მე დედაჩემს ყოველთვის ყველაფერს ვეუბნებოდი... ახლაც რომ ჩამოვდივარ, მივდივარ საფლავზე და მდუმარედ ვუყვები ყველაფერს. მას ესმის, ვიცი.

 

აღდგომა ჩემთვის დღესასწაულია. სასაფლაოზე ქეიფი, სიმართლე გითხრათ, არ მიყვარს, მაგრამ ჩემი აზრით, უდიდესი რაღაცაა, ჩვენ რომ ჩვენს წინაპრებს პატივს ვცემთ და ვიხსენიებთ. მე ვფიქრობ, ადამიანს აღდგომაზე სასაფლაოზე მისვლა რომ აუკრძალო, არასწორია.

 

გეტყვით - რატომ. კინოთეატრში თურმე შეიძლება, წახვიდე, მეტროში შეგიძლია ჩახვიდე, ხალხით გადაძეძგილ საზოგადოებრივ ტრანსპორტში შეგიძლია ახვიდე, და სასაფლაოზე არ შეიძლება ადამანი გავიდეს?! კარგით რა!

 

ჩემი მოსაზრება მარტივია - მეტრო დაკეტე, კინოთეატრი დაკეტე, რესტორანი, ღრეობა, პურმარილები დაკეტე - გეუბნები, ინფექცია სად არის.

მაგრამ სასაფლაოს დაკეტვა?! - კარგი რა! ბოლოსდაბოლოს დააყენე მუნიციპალიტეტის ხალხი, პოლიცია და ღრეობა და პურმარილი აკრძალე, მაგრამ საფლავებზე გასვლა?!

 

მე ვფიქრობ შემდეგს - ჩვენი წინაპრების მონახულება, სუფთა ფსიქოლოგიურად, სოციალურ-კულტურულად, რელიგიურად უმნიშვნელოვანესია.

მე ახლა რომ ვიყო საქართველოში და ვიღაცამ რომ ამიკრძალოს დედაჩემის საფლავზე გასვლა. ხომ მივასიკვდილე, ვინცაა მისასიკვდილებელი?! ვისა აქვს უფლება, გამაჩეროს?!“,- აცხადებს ფხაკაძე.

 

 

big_banner
არქივი