logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილმა, კახა კალაძემ, ირაკლი კობახიძემ და არჩილ თალაკვაძემ პატრიარქს აღდგომის დღესასწაული მიულოცეს
- +

2 მაისი. 2021. 00:20

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს.

 

აღნიშნულის შესახებ არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში წერს.

 

ქრისტე აღდგა! მივულოცეთ ჩვენს უსაყვარლეს პატრიარქს და თანამოსაყდრე შიოს! ღმერთმა დალოცოს საქართველო!“ – წერს არჩილ თალაკვაძე.

 

 

big_banner
არქივი