logo_geo
სოფელ ტვიშში, მეუფე სტეფანეს კურთხევით, ჯვარი აღიმართა
- +

3 მაისი. 2021. 19:04

 

 

რიონის ხეობაში სოფელ ტვიშში, მეუფე სტეფანეს ლოცვა-კურთხევით, ჯვარი აღიმართა.

 

ინიციატორი ჯვაროსნული მსვლელობაა. მათი თქმით, ჯვარი ტვიშის სტადიონზე ცაგერის, ლენტეხისა და ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე სტეფანეს ნებართვით და გადაწყვეტილებით განთავსდა.

 

ტვიშში იმყოფებიან „რიონის ხეობის მცველები“, რომლებიც ამბობენ, რომ გაიგეს ჯვრის აღმართვის შესახებ და ადგილზე ჩასვლა გადაწყვიტეს.

 

მათივე განმარტებით, ამ პროცესთან პირდაპირი კავშირი არ აქვთ, თუმცა, ჯვაროსნული მსვლელობა მათ პროტესტს სოლიდარობას უცხადებს.

 

ადგილზე სადღესასწაულო სუფრაა გაშლილი და შეკრებილები ჯვრის აღმართვას აღნიშნავენ.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი