logo_geo
ჯანმო: 18-59 წლის ადამიანებში ჩინური "სინოფარმი" 78.1 %-ით უსაფრთხო და ეფექტიანია
- +

5 მაისი. 2021. 00:56

 

 

ექსპერტების დაკვირვებით, ჩინური პრეპარატი Sinopharm-ი  78.1 %-ით უსაფრთხო და ეფექტიანია, თუმცა 18-დან 59 წლის ადამიანებში.

 

ჯანმოს შეფასებას არ დალოდებია მსოფლიოს 45 სახელმწიფო, სადაც Sinopharm-ი უკვე რამდენიმე თვეა ავტორიზებულია და უსაფრთხოდაც მიიჩნევა. ჯანმოს შუალედური კვლევაც ამბობს, რომ "სინოფარმის" გვერდით მოვლენებში არ შედის მწვავე ალერგიული რეაქცია, როგორიცაა ანაფილაქსიური შოკი.

 

ძირითადად გვერდითი ეფექტი: თავის ტკივილი, დაღლილობა და ჩხვლეტის წერტილის ტკივილია. რამდენიმე მძიმე შემთხვევა რომელიც "სინოფარმს" გამოუვლინდა გაძლიერებულ გულისრევა და ანთებით პროცესები იყო, თუმცა ამასთან, ჩინეთში აცრილი 5.9 მილიონი ადამიანიდან მხოლოდ 1 500-მდე პირს გამოუვლინდა გვერდითი ჩვენება მაღალი ტემპერატურის სახით. ჩინეთში Sinopharm-ი გასული წლის დეკემბრიდანაა ავტორიზებული.

 

ამ ეტაპზე, მსოფლიოში "სინოფარმის" 65 მილიონი დოზაა გამოყენებული. რიცხვი მზარდია,რადგან დღეიდან "სინოფარმით" ვაქცინაცია საქართველოშიც დაიწყო.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი