logo_geo
ვახტანგ გომელაური: ყველაზე მძიმე მუხლი ნიკა მელიას აქვს შეფარდებული, თუ მას უნდა შეეხოს ამნისტია, უფრო მსუბუქ მუხლებს რატომ არ უნდა შეეხოს?!
- +

5 მაისი. 2021. 12:06

 

 

„როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, ამნისტიებს უნდა ვეწინააღმდეგებოდე, მაგრამ ამნისტიის კანონთან დაკავშირებით, პოლიტიკური გადაწყვეტილებაა მიღებული“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განუცხადა.

 

„ამ პროცესში ევროპელი პოლიტიკოსები იყვნენ ჩართულები და მოლაპარაკების რამდენიმე რაუნდი გაიმართა. აქედან გამომდინარე გადაწყდა, რომ უნდა მიეღოთ ამნისტია. ეს კანონი პოლიციელებსაც ეხებათ და არ ვთვლი, რომ უსამართლოა. არა იმიტომ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი ვარ და პოლიციელებს ვიცავ.

 

ყველაზე მძიმე მუხლი ნიკა მელიას აქვს შეფარდებული, აქედან გამომდინარე, თუ მას უნდა შეეხოს ამნისტია, უფრო მსუბუქ მუხლებს რატომ არ უნდა შეეხოს?! ეს ხომ უსამართლობა იქნებოდა“, - აღნიშნა გომელაურმა.

 

 

big_banner
არქივი