logo_geo
თამარ გაბუნია: ჩვენი მაქსიმალური ყურადღება უნდა გადავიდეს პრევენციულ ღონისძიებებზე, რომ შემთხვევების შემდგომი მატება თავიდან ავიცილოთ
- +

5 მაისი. 2021. 14:29

 

 

„ჩვენი მაქსიმალური ყურადღება ისევ და ისევ უნდა გადავიდეს პრევენციულ ღონისძიებებზე, რომ შემთხვევების შემდგომი მატება თავიდან ავიცილოთ,“ - ამის შესახებ თამარ გაბუნიამ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, კორონავირუსის შემთხვევების მატებასთან ერთად, მოსალოდნელია სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდა.

 

„გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ გადააჭარბა 2 ათასს. თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს გარკვეულწილად უკავშირდება ტესტირების დაბალ რაოდენობას სააღდგომო დღესასწაული პერიოდში. მაგრამ შემთხვევების რაოდენობა მაინც, მაღალი ალბათობით აჭარბებს 1000-ს. 100-დან 1500-მდე იქნება ალბათ მომდევნო კვირის განმავლობაში. განსაკუთრებით საყურადღებოა სიკვდილიანობის მაჩვენებლის (ზრდა), რაც ასევე მოსალოდნელია შემთხვევების მატებასთან ერთად“, - განაცხადა გაბუნიამ.

 

 

big_banner
არქივი