logo_geo
ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა გიორგობა ავღანეთში აღნიშნეს
- +

6 მაისი. 2021. 12:55

 

 

გიორგობის დღესასწაული ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, წმინდა გიორგის სახელობის სამლოცველოში აღნიშნეს. სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ბატალიონის კაპელანმა, მამა პეტრე ხახიშვილმა  აღავლინა. გიორგობის  ღვთისმსახურებას  III ქვეითი  ბრიგადის 32-ე ბატალიონის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი ტარიელ მახარაშვილი და ბატალიონის პირადი შემადგენლობა დაესწრო.

 

საქართველოს თავდაცვის ძალების III ქვეითი  ბრიგადის 32-ე ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე იანვრის თვიდან ასრულებს. მშვიდობისმყოფელების მთავარი ამოცანა ბაზის უსაფრთხოების დაცვაა. 

 

 

big_banner
არქივი